ჩვენ შესახებ

    ჩვენ შესახებ

    ღვინის ქარხანა " წინანდალი - XXI საუკუნის საუკეთესო ღვინოები" დაარსდა 2003 წელსქარხანა მდებარეობს კახეთის რეგიონში სოფელ წინანდალში, რომელიც ოდითგანვე განთქმულია მეღვინოების და მევენახეობის ტრადიციებით  ჩვენთან დასაქმებულ ადამიანების უდიდეს ნაწილს აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება მეღვინეობაში. კომპანია სამართლიანად აგრძელებს ქართული მეღვინეობის 8000 წლოვან  ისტორიას და დღიდან დაარსებისა თანამედროვე და ტრადიციული მეღვინეობის ტექნოლოგიების შერწყმით აწარმოებს პრემიუმ ხარისხის ღვინოებს.

    წინანდალი ცნობილია თავისი მიკრო ფლორითა და საშუალო ტენიანი კლიმატით, ცხელი ზაფხულით და შედარებით ცივი ზამთრით რაც ანიჭებს ადგილობრივ ყურძენს განუმეორებელ თავისებურებას. ვენახები უმეტესად გაშენებულია ზღვის დინიდან  300-750 მეტრის სიმაღლეზე. კახეთის რეგიონში ყველზე გავრცელებული ყურძნის ჯიშებია: რქაწითელი, საფერავი, კახური მწვანე. კომპანია ამ ეტაპზე ფლობს 100 ჰა გაშენებულ ვენახს წინანდლის მიკრო ზონაში.

     ჩვენი ვენახები მუშავდება თანამედროვე მოსაწამლი საშუალებებით რაც საშუალებას იძლევა შეუნარჩუნოს ყურძენს ნატურალური გემო და ხარისხი. წინანდალი - XXI საუკუნის საუკეთესო ღვინოები აწარმოებს 12 დასახელების წითელ (მშრალი, ნახევრად ტკბილი, ნახევრად მშრალი) თეთრ (მშრალი, ნახევრად ტკბილი, ნახევრად მშრალი)  ღვინოებს, ჭაჭას (კლასიკური, დაძველებული)  და ბრენდს.

    ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის ხარისხსა და სტაბილურობას. ქარხანას შეუძლია ჩამოასხას 2 მილიონი ბოთლი წელიწადში.

    დაარსების დღიდან წინანდალი XXI საუკუნის საუკეთესო ღვინოები საკუთარი ვენახებიდან აწარმოებს საკონიაკე სპირტს. ამ დროისათვის ქარხანას გააჩნია  საკონიაკე სპირტის საკმაოდ დიდი მარაგები. 2006 წელს კომპანიამ ჩამოასხა პირველად ბრენდი „წინანდალი“ ახლა ეს ბენდი შეცვლილია „შატო ბახტრიონი“-თ

     დღეს დღეობის ექსპორტს ვახორციელებთ შემდეგ ქვეყნებში:

    კომპანიის მიზანია ქართული მევენახეობის და ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის აღორძინება და თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალიწინებით მომხმარებელს მიაწოდოს უმაღლესი ხარისხის ტრადიციული ქართული სამარკო ღვინოები. 

     

    კომპანიის მიზანი

    კომპანიის მიზანია ქართული მევენახეობის და ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის აღორძინება და თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალიწინებით მომხმარებელს მიაწოდოს უმაღლესი ხარ ისხის ტრადიციული ქართული სამარკო ღვინოები.

     

    ღვინის ტრადიცია

    ჩვენი ვენახებიდან თქვენს ჭიქებში
    ვენახების მოვლა დამუშავება ხორციელდება თანამედროვე საწამლი საშუალებებით
    ნატურალური ფერმენტაცია უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში
    ჩვენ ვქმნით ნატურალურ ღვინოს მომხმარებლისათვის